საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მთავრობა ეროვნულ ასამბლეაში უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა. სამი პარტიის მიერ ინიცირებულ კენჭისყრის დროს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას 278-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
ოპოზიციამ მხოლოდ ცხრა ხმა დააკლდა მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად, რადგან ამისთვის საჭირო იყო 287 კანონმდებლის მხარდაჭერა.