ფულის მართვა და პირადი ფინანსების მენეჯმენტი რთული და ხშირად, დამაბნეველიც კი შეიძლება იყოს.
ადამიანების უმეტესობას ურთულდება თვიდან თვემდე ხარჯების დაგეგმვა და ხშირად წინა თვის ხელფასი არ ჰყონით შემდეგი თვის ხელფასამდე.
ამ სტატიაში გთავაზობთ 5 მარტივ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ, გაიუმჯობესოთ პირადი ფინანსები და უკეთ მართოთ თქვენი ფული.
რჩევები გაგვიზიარეს Financer Georgia-ს პირადი ფინანსების კონსულტანტებმა.
1. ხელფასის აღებისთანავე გადადეთ ფული საკუთარი თავისთვის
დაზოგეთ ფული ჯერ საკუთარი თავისთვის! როდესაც აიღებთ ხელფასს, მისი გარკვეული ნაწილი პირველივე ეტაპზე გადაიტანეთ ანაბარზე ან ცალკე არსებულ საბანკო ანგარიშზე.
თუ არ გაქვთ ანაბარი, გირჩევთ მოიძიოთ თქვენთვის ხელსაყრელი ვარიანტი და ყოველ ჯერზე საკუთარი თავისთვის გადადებული თანხა შემნახველ ანგარიშზე დააგროვოთ.
ეს არის პირადი ფინანსების მართვის აპრობირებული მეთოდი, რადგან ქვეცნობიერში გვიჩნდება განცდა, რომ ანაბარზე გადადებული ფული არ უნდა გამოვიყენოთ ყოველდღიური ხარჯებისთვის. შედეგად ვზოგავთ ხელფასის ნაწილს, რომელსაც სხვა შემთხვევაში დავხარჯავდით დაუფიქრებლად.
2. შექმენით ბიუჯეტი
ბიუჯეტის შედგენა დაგეხმარებათ, დაგეგმოთ თქვენი ხარჯები და გააანალიზოთ, რაში, რამდენს და რატომ ხარჯავთ თვის ჭრილში; ხოლო ხარჯების გაანალიზება დაგეხმარებათ, შეამციროთ ხარჯები იმ კატეგორიაში, რომელშიც ყველაზე მეტს ხარჯავთ.
ბიუჯეტის წარმოების შემდეგ რეგულარულად შეაფასეთ რამდენს და რა მიზნით ხარჯავთ.
Financer.com-ის კონსულტანტები გვირჩევენ ‘’ბიუჯეტის 50/30/20 წესის’’ დანერგვას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. რაც გულისხმობს ჩვენი ყოველთვიური შემოსავლების შემდეგნაირად გადანაწილებას:
ბიუჯეტირების ეს მიდგომა საშუალებას გვაძლევს, დავფაროთ ყველა მნიშვნელოვანი ხარჯი, რაც ყოველთვიურად გვაქვს, ხოლო თვის ბოლოს კი გვქონდეს დანაზოგი სამომავლო მიზნებისთვის.
3. გამოიყენეთ ნაღდი ფული პლასტიკური ბარათის ნაცვლად
ციფრული ბანკინგის ეპოქაში საკმაოდ კომფორტულია საკრედიტო და სადებეტო ბარათებით გადახდა, განსაკუთრებით თუ ბარათი სმარტფონზე გაქვთ მიბმული. კომფორტის მიუხედავად, ბარათით გადახდა არც ისე დადებითად აისახება თქვენს ფინანსური მდგომარეობაზე.
საქმე იმაშია, რომ ბარათით გადახდისას, თქვენ გამოთიშული ხართ თქვენივე გამომუშავებული ფულის დახარჯვის რეალური გამოცდილებიდან.
ხედავთ, რომ რიცხვები იცვლება თქვენი ანგარიშის ბალანსზე, თუმცა იმის შეგრძნება არ გაქვთ, რომ საკუთარი ფული იხარჯება.
ერთი თვის განმავლობაში სცადეთ, მხოლოდ ნაღდი ფულის გამოყენებით გადაიხადოთ ყოველდღიური მაღაზიაში, რესტორანში თუ ნებისმიერ ადგილას. 30 დღე საკმარისია იმისთვის, რომ ფულის რეალური ხარჯვის შეგრძნება გაგიჩნდეთ და უფრო მეტად აკონტროლოთ რამდენად გონივრულად ხარჯავთ თანხას.
4. შექმენით ‘გადაუდებელი დახმარების ფონდი’
საკუთარი ფინანსების მართვა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფულის დაზოგვა საკუთარი მიზნების დასაფინანსებლად.
ფინანსური ანალიტიკოსების ერთ-ერთი საყვარელი რჩევაა - ‘’შავი დღისთვის’’ ფულის გადადება. მათი თქმით, გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის ცალკე ფონდის შექმნა ჩვენი ფინანსური და ემოციური კეთილდღეობისთვის გადადგმული უდიდესი ნაბიჯია.
როგორც წესი, ფულს ყოველთვიურად ვზოგავთ რაღაც წინასწარ დაგეგმილი და კარგად გააზრებული მიზნისთვის - მაგალითად სასურველი მანქანის ან ბინის შესაძენად, ეგზოტიკურ ქვეყანაში სამოგზაუროდ წასასვლელად და სხვ.
თუმცა, გადაუდებელი ფონდი არის დაუგეგმავი, კრიზისული სიტუაციებისთვის. მაგ, როგორიცაა ჯამრთელობის გაუარესება, სამსახურის დაკარგვა და ა.შ.
დარწმუნდით, რომ გაქვთ ცალკე ფონდი – ეს შეიძლება იყოს ვადიანი ანაბარი, რომელსაც ფულის დახარჯვის ცდუნებისას მარტივად ვერ გამოიყენებთ, რადგან აქვს კონკრეტული ვადა და ამ ვადის გასვლამდე თანხის გამოტანა არ იქნება ხელსაყრელი.
5. მოერიდეთ ვალის აღებას
ნუ აიღებთ სესხს მაშინ, როდესაც ამის აუცილებელი საჭიროება არ გაქვთ. ვალი არის ის, რისი დაგროვებაც მარტივია, ხოლო დაფარვა საკმაოდ რთული.
კრედიტის აღებამდე კარგად დაფიქრდით რა მოცულობის სესხი დაგჭირდებათ. ნუ ისესხებთ საჭირო მოცულობაზე მეტს, რადგან პრობლემურ სესხთან გამკლავება და საკრედიტო ისტორიის გამოსწორება დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
ასე რომ, როდესაც დამატებითი ფინანსები გჭირდებათ, პირველ ეტაპზე დაფიქრდით - შეგიძლიათ თუ არა დამატებითი თანხის მიღება სხვა გზებით, მაგალითად, იმ ნივთების ონლაინ გაყიდვით, რომელთაც აღარ იყენებთ.
ამ გზით თავს აარიდებ ვალდებულების გაჩენას და დამატებით ფულის გადახდას სესხის საპროცენტო ხარჯებში.