26 ნოემბერი 2024,   18:21
ვრცლად
"გუშინ გავრცლდა ფეიკებით გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს" - ირაკლი კობახიძე

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ სატელევიზიო ეთერით გაშვებულ სიუჟეტს ეხმიანება,სადაც ირაკლი კობახიძის მცირეწლოვანი შვილი ჩანს.

როგორც კობახიძე განმარტავს, აღნიშული ქმედება არის "ლიბერალური ფაშიზმის" გაგრძელება, რომელიც, მისი თქმით, საქართველოში ვერასოდეს გაიმარჯვებს

"ბიზნესის რეკეტით, ჯარის გაძარცვითა და საერთაშორისო თაღლითობით გამდიდრებული კეზერაშვილის ტელევიზიამ გუშინ გაავრცელა სამარცხვინო ფეიკებით გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელება, რომელიც საქართველოში ვერასოდეს გაიმარჯვებს,"-წერს ირაკლი კობახიძე.  

დღის ამბები