საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია - ბორჯღალოსნებმა ელიტური ტურნირის ფინალში პორტუგალია 38-11 დაამარცხეს და ჩემპიონის წოდება ზედიზედ მეექვსედ მოიპოვეს.
ჩემპიონობასთან ერთად საქართველოს ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგშიც დაწინაურდა, ბორჯღალოსნებმა მე-11 ადგილზე გადაინაცვლეს, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგის გამეორებაა.
ბორჯღალოსნებმა ახალი ფორმატით ჩატარებული ტურნირის ფინალში პორტუგალია 27 ქულიანი სხვაობით დაამარცხეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ამ ეტაპზე რაგბის ევროპის ჩემპიონატში მონაწილე გუნდებზე როგორც თამაშის ხარისხით, ასევე სათამაშო კლასით გაცილებით წინ არიან.
მსოფლიო რაგბის რეიტინგში ბორჯღალოსნებს კლასიფიკაციაში 0.30 ქულა დაემატა, შედეგად ნაკრებმა 76.23 ქულა დააგროვა და მე-11-ზე გადაინაცვლა.
ფინალური შეხვედრა საქართველოს ნაკრების სრული სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. პირველი ტაიმი ბორჯღალოსნების გამარჯვებით 12-11 დასრულდა. მეორე ნახევარში ჩვენმა გუნდმა თამაშის ტემპი გაზარდა, შედეგად მე-100 საიუბილეო გამარჯვება, პორტუგალიის ჩათვლის ზონა ქართველმა მორაგბეებმა 6-ჯერ აიღეს. ლელოები ტაბუცაძემ, მამუკაშვიულმა, პაპიძემ, თაფლაძე და ჭყოიძემ გაიტანეს.
რაგბის ევროპის გათამაშების დასრულების შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის იწყებს აქტიურ მზადებას. საფრანგეთში გამგზავრებამდე ბორჯღალოსნები სამ ტესტ მატჩს გამართავენ, 12 და 19 აგვისტოს, შესაბამისად, რუმინეთსა და აშშ-ს უმასპინძლებენ, 26 აგვისტოს კი შოტლანდიაში ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
მსოფლიო თასი კი სტარტს 8 სექტემბერს აიღებს. პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდი 9 სექტემბერს ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი