საფრანგეთის პარლამენტმა, დღეს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას კენჭი უნდა უყაროს.
საკითხი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მას შემდეგ დადგა, რაც ემანუელ მაკრონის ინიციატივამ კონსტიტუციის გამოყენებითა და პარლამენტის გვერდის ავლით ქვეყანაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია.
ადგილობრივ მედიაში ვარაუდობენ, რომ ოპოზიციის შუამდგომლობა არასაკმარისი რაოდენობის მხარდამჭერების გამო, დიდი ალბათობით არ დაკმაყოფილდება.
საფრანგეთში აქციების მორიგი ტალღა საპენსიო ასაკის 2 წლით გაზრდას მოჰყვა.