26 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
მდინარე ყვირილა შლამის გარეშე - ჭიათურაში ჩატარებული ეკოლოგიური სამუშოების შედეგები სახელმწიფოს სპეციალურმა მმართველმა მოსახლეობას და ადგილობრივ ხელისუფლებას გააცნო

მდინარე ყვირილა შლამის გარეშე - ჭიათურაში ჩატარებული ეკოლოგიური სამუშოების შედეგები სახელმწიფოს სპეციალურმა მმართველმა მოსახლეობას და ადგილობრივ ხელისუფლებას გააცნო.

მულტიფუნქციურ ცენტრში გამართული შეხვედრა კითხვა - პასუხის ფორმატით წარიმართა. "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალურმა მმართველმა დეტალურად ისაუბრა მდინარის კალაპოტიდან ამოღებული შლამის მოცულობისა და მისი ეკოლოგიური დანიშნულების შესახებ. როგორც ცნობილია ჭიათურაში მდინარე ყვირილას გაწმენდის პირველი ეტაპი დასრულდა. კალაპოტიდან უკვე ამოღებულია 60 ათას კუბურ მეტრზე მეტი შლამი. სამუშაოების პირველი ეტაპი ორ თვეს გაგრძელდა. მდინარის კალაპოტი ათწლეულების განმავლობაში დალექილი შლამისგან გაიწმინდა. მეორე ეტაპის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაო კი ზაფხულში დაიწყება. მასშტაბური ეკოლოგიური პროექტი, სახელმწიფოს სპეციალური მმართველის გადაწყვეტილებით , "ჯორჯიან მანგანეზის" გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება.

დღის ამბები