26 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
საქართველოს პენ-ცენტრმა იუნესკოს გენერალურ დირექტორს ელისო ბოლქვაძისთვის მშვიდობის ელჩის სტატუსის მოხსნის მოთხოვნით მიმართა

საქართველოს პენ-ცენტრის სახელით, ქართველმა მწერლებმა, გამომცემლებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, იუნესკოს გენერალურ დირექტორს ოდრი აზულაის, საქართველოს პარლამენტის, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძისთვის მშვიდობის ელჩის სტატუსის მოხსნის მოთხოვნით მიმართეს.

წერილს 126 ხელმომწერი ჰყავს. 

პენ-ცენტრის ქმედებას ბულინგად აფასებენ მმართველ გუნდში. ამბობენ, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ.

"ეს არის სრულიად სამარცხვინო აქტი. მე ვფიქრობ, რომ უნდა რცხვენოდეთ. სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გვყავს ადამიანი, ქართველი, რომელიც არის იუნესკოს ელჩი. რა მიზანს ემსახურება? გარდა ერთისა, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ამ გზით. ვის რაში შეუშალა ხელი ელისო ბოლქვაძის უზარმაზარმა აღიარებამ? არ ვიცი, სამწუხაროდ, თვითონ უნდა გააკეთონ ანალიზი იმასთან დაკავშირებით, რომ იუნესკო რასაც აღიარებს, იმას უპირისპირდებიან ძალაუნებურად და არ ვარგა ეს,“ - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები