„საქართველოში ტყის მდგრადი მართვა და კლიმატ-გონივრული ტყის მართვის პრაქტიკის მხარდაჭერა" - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პროექტის შედეგები შეაჯამა.
ტყის დაცვის პროექტის ფარგლებში, სრულად აღიჭურვა სამი საქმიანი ეზო, ჯიღაურაში ძეგვსა და ქვემო ლისში; გადამზადნენ მეტყევეები; საინფორმაციო კამპანია ჩატარდა ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე.
ასევე, ტყის ხანძრების რისკების მართვის მიზნით მეტყევეებს პერსონალური უსაფრთხოების ნაკრები გადაეცათ.
პროექტი იაპონიის მთავრობის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.