26 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
ჰააგის გადაწყვეტილება რუსეთისა და მისი ლიდერის პასუხისგებაში მიცემის მხოლოდ დასაწყისია - ჯოზეფ ბორელი

ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ​სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უწოდებს. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ამბობს, რომ რუსეთისა და მისი ლიდერის პასუხისგებაში მიცემის გადაწყვეტილება მხოლოდ დასაწყისია. 

"ეს არის საერთაშორისო მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინელი ხალხისთვის. ევროკავშირში, ჩვენ ყოველთვის ნათლად ვაცხადებდით, რომ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო აგრესიაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთისა და მისი ლიდერის პასუხისგებაში მიცემის მხოლოდ დასაწყისია, იმ დანაშაულებისა და სისასტიკეებისთვის, რომლებსაც ისინი უკრაინაში სჩადიან. ევროკავშირი აფასებს და მხარს უჭერს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მუშაობას და მის გამოძიებას. დაუსჯელობა ვერ იქნება," - ამბობს ჯოზეფ ბორელი.

 

დღის ამბები