26 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
"ქართველებმა ყველაზე კარგად იციან, რას ნიშნავს რუსული აგრესიის პირისპირ დგომა" - ჯეიმს კლევერლი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი, ჯეიმს კლევერლი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. როგორც ის ამბობს, აცნობიერებენ იმ ზეწოლას, რასაც საქართველო და ქართველები განიცდიან მოსკოვიდან. 

"ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმ მხარდაჭერაზე, რაც საქართველომ უკრაინას გაუწია. ქვეყანამ მიიღო დიდი რაოდენობით უკრაინელი ლტოლვილი. ჩვენ ვაცნობიერებთ იმ ზეწოლას, რასაც საქართველო და ქართველები განიცდიან მოსკოვიდან. ეს კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას იმ ქვეყნისთვის, რომელსაც უკვე ნანახი აქვს რუსი სამხედროები მის ტერიტორიაზე, საქართველომ უკვე ნახა რუსეთის ჩარევა მის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ ყოველთვის ვაძლევთ სტიმულს ქვეყნებს, რომ გააკეთონ რაც შეიძლება მეტი უკრაინის დასახმარებლად.

ქართველებმა ყველაზე კარგად იციან, თუ რას ნიშნავს რუსული აგრესიის პირისპირ დგომა. დიდი ბრიტანეთისთვის გაცილებით მარტივია რომ იყოს უფრო ხმამაღალი და გაუწიოს ისეთი სამხედრო მხარდაჭერა უკრაინას, რომელიც ბევრ ქვეყანას არ შეუძლია. თუმცა, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომელ ქვეყნას რამდენის გაკეთება შეუძლია უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისთვის.

რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესშია და მთავრობაც აცნობიერებს ამას, რომ პრინციპები როგორიცაა სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, გაეროს ქარტია - ეს ყველაფერი იყოს დაცული, ზუსტად იმიტომ რომ ეს ყველაფერი საქართველომ უკვე გამოსცადა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, რომ ვიცოდეთ კიდევ რისი გაკეთებაა საჭირო ქართველი ხალხის დასაცავად, მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად რეგიონში,“ - აცხადებს ჯეიმს კლევერლი.

დღის ამბები