26 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები დასრულდა

საქართველოს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის, ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები დასრულებულია.

შესაბამის განცხადებებს ხელი მოაწერეს ეკონომიკის მინისტრმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთვის იხსნება 10 მილიონიანი მაღალ მსყიდველუნარიანი ბაზარი.

"ეს ახალი ეტაპი იქნება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებისთვის. ეს დოკუმენტი მოიცავს არა მხოლოდ ტარიფების გარეშე ვაჭრობის საკითხებს, არამედ მათ შორის ფიტოსანიტარული, სხვადასხვა ტექნიკური ბარიერების მოხსნას. ასევე, ძალიან კომპლექსური დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ პროდუქტის წარმოშობის საკითხებს და ეს ინვესტიციების დაცვის დოკუმენტთან ერთად იქნება მნიშვნელოვანი ფუნდამენტი და წინაპირობა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდეს," - განაცხადა ლევან დევითაშვილმა.

დღის ამბები