პოლონეთი უკრაინას ავია გამანადგურებლებს მიაწვდის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ჩეხ კოლეგასთან პეტრ პაველთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. უახლოეს დღეებში კიევში საბჭოთა წარმოების ოთხი MiG-29 გამანადგურებელი გაიგზავნება.
პოლონეთი აღნიშნული შეიარაღების მიწოდებას მომავალშიც განაგრძობს. ეს უკრაინისათვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების პირველი ოფიციალური დადასტურებაა - მსგავსი ტექნიკის მოკავშირეთაგან მიწოდებას უკრაინა რუსეთის ინტერვენციის პირველი დღეებიდანვე ითხოვს. სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთის შემდეგ უკვე სლოვაკეთი უკრაინას მიგ-29 ტიპის გამანადგურებლებს გადასცემს.