26 ნოემბერი 2024,   18:22
ვრცლად
"ჩვენი მხარდაჭერა ურყევია თქვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ" - ჯეიმს კლევერლი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ჯეიმს კლევერლი ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვდება.

იქამდე, დიპლომატი საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა, სადაც ორმხრივი შეხვედრების შემდეგ, განცხადებები გაკეთდა. 

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი საქართველოს და მოლდოვას ფინანსურად დაეხმარება- საქართველოსთვის გამოყოფილია 500 ათასი ფუნტი, რომელიც მოახლოებული არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებას მოხმარდება.

ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, ქართველმა კოლეგამ ჯეიმს კლევერლის არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა.  

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ურყევია.

"ვისაუბრეთ მიმდინარე მოვლენებზე. ეს პირველი შესაძლებლობაა ჩემთვის, აქ ჩამოვსულიყავი, თქვენს შესანიშნავ ქვეყანაში. საქართველო ჩვენი ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორია. 30 წელია მას შემდეგ, რაც დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი, ისტორიული კავშირები. რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა იყო, საქართველოსთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან რუსეთი 2008 წელს საქართველოშიც შემოიჭრა. სამხრეთ ოსეთი მწვავე ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდის. ჩვენი მხარდაჭერა ურყევია თქვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. სამხრეთ ოსეთი თქვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია," - ამბობს ჯეიმს კლევერლი.

დღის ამბები