ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებს სამსახურებრივ ტელეფონებში ჩინური სოციალური ქსელის, „ტიკტოკის“ გამოყენება აეკრძალათ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ბრიტანეთში შიშობენ, რომ ჩინეთის მთავრობამ შესაძლოა, ოფიფიალურ ტელეფონებში დაცულ მონაცემებზე შეძლოს ამ გზით წვდომა.
თავის მხრივ, "ტიკტოკი“ კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს, რომ ის მომხმარებლების მონაცემებს ჩინეთის მთავრობას გადასცემს.