26 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
"იქნება დღე, როცა ტრიბუნალი შეიქმნება რათა ჩვენი ხალხის სამართლიანობა დადგეს, ტრიბუნალი, რომელიც ამ აგრესორს ისევე დასჯის როგორც წარსულის აგრესორები დაისაჯნენ"- ზელენსკი

"უკრაინა ყოველთვის იყო და იქნება ევროპა. რუსული ბომბები ვერ შეცვლის ობიექტურ რეალობას" ,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დადგება დღე, როცა აგრესორები დაისჯებიან.

ვიდეო მიმართვაში ზელენსკიმ ლატვიის პრემიერ მინისტრთან შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა და კიევში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

"იქნება დღე, როცა ტრიბუნალი შეიქმნება, რათა ჩვენი ხალხის სამართლიანობა დადგეს. ტრიბუნალი, რომელიც ამ აგრესორს ისევე დასჯის, როგორც წარსულის აგრესორები დაისაჯნენ.

ჩვენი ხალხის ხსოვნა იყოს, ყველა ზრდასრულის და ბავშვის, რომელთაც სიცოცხლე რუსულმა ტერორმა წაართვა.

უკრაინა ყოველთვის ევროპა იყო. უკრაინა ყოველთვის იქნება ევროპა. რუსული ბომბები ვერ შეცვლის ობიექტურ რეალობას. რეალობას, რომელსაც უკრაინელები იცავენ,"-აცხადებს ზელენსკი

დღის ამბები