26 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
"მობილური იუსტიციის სახლი" უკვე ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობასაც ემსახურება

"მობილური იუსტიციის სახლი" უკვე ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობასაც ემსახურება.

ამიერიდან 470-ზე მეტი სერვისის მიღებას რეგიონის ხუთი სოფლისა და მათ მიმდებარე დასახლებებში მცხოვრები 23 000-ამდე მოქალაქე შეძლებს.

მობილური იუსტიციის სახლი პირველად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში ჩავიდა. იუსტიციის სამინისტროს ეს ინოვაციური პროექტი, გათვალისწინებულია იმ დასახლებებისთვის, სადაც იუსტიციის სახლები არ ფუნქციონირებს.

წლის ბოლომდე "მობილური იუსტიციის სახლის" 20 ავტომანქანა საქართველოს ყველა რეგიონს დაფარავს.

დღის ამბები