26 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
"12 პუნქტის შესრულების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობა"- ენჯეოების პასუხი ირაკლი კობახიძეს

არასამთავრობოების ნაწილისთვის კობახიძის ბრალდებები გაუგებარი და მიუღებელია. ისინი კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ ხელისუფლების ქმედებები თავად მოდის შეუსაბამობაში იმის სურვილთან, რომ 12 პუნქტი შესრულდეს.

მათი განცხადებით, რეკომენდაციის ერთ-ერთი ნაწილია, რომ მათი შესრულება ინკლუზიურად არასამთავრობოების ჩართულობით მოხდეს.

"ჩვენ არასოდეს გვქონია მიზნად არავის ბულიუნგი და ეს არასოდეს გაგვიკეთებია. ერთადერთი, შესაძლოა ჩვენი მოსაზრება დავაფიქსიროთ, ხშირად კრიტიკულიც კი გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. 12 პუნქტის შესრულების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობა, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით, რომ ამ პროცესში ჩავრთულიყავით, მაგრამ სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ჩვენ ვხედავთ ჩვენზე თავდასხმას, კანონის მიღების მცდელობას, რომლითაც მათ უნდათ ჩვენ სხვა ქვეყნის აგენტებად წარმოგვაჩინონ. შესაბამისად, ამ გარემოში ძალიან რთულდება თანამშრომლობა," - აცხადებს ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ნატროშვილი. 

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით კი, ირაკლი კობახიძის ბოლო პერიოდის განცხადებები სრულიად არაადეკვატურია:

"ირაკლი კობახიძის ბოლო პერიოდის განცხადებები არის სრულიად არაადეკვატური და ის, რომ მდიდარ ენჯეოებად იხსენიებს უფლებადამცველ ორგანიზაციებს არის შედეგი იმ შეფასებისა, რომ ფაქტობრივად ისინი წარმოადგენენ რუსეთიდან მართული ოლიგარქისა და ოლიგარქიული მმართველობის მარიონეტებს. უკვე ეს იმდენად დიდ გაღიზიანებას იწვევს საზოგადოებაში, რომ ვხედავთ მძლავრ საპროტესტო აქციებს,"- აღნიშნავს "ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი.

დღის ამბები