26 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
"მთავრობის კეთილსინდისიერების" ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა

მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციის და ვაშინგტონის ნომერ პირველი ანალიტიკური ცენტრის - ჰერითიჯ ფაუნდეიშენის კვლევის მიხედვით, "მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა.

2023 წელს საქართველო "მთავრობის კეთილსინდისიერების" ინდიკატორით ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ 15 სახელმწიფოს უსწრებს.

"მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და ვაშინგტონის ნომერ პირველი ანალიტიკური ცენტრის ჰერითიჯ ფაუნდეიშენის "მთავრობის კეთილსინდისიერების" ინდექსის მიხედვით საქართველო, მსოფლიოს ორმოც საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა. ამ მაჩვენებლებით, ჩვენი ქვეყანა უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს 15 სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყანა ლიდერია კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში, ხოლო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მხოლოდ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს ჩამორჩება", - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ.

მთავრობების კეთილსინდისიერება შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით: კორუფციის აღქმა, მექრთამეობის რისკი, კორუფციის კონტროლი, მათ შორის სახელმწიფოს "მიტაცება" ელიტური და კერძო ინტერესებისათვის. 2022 წელს "მთავრობის კეთილსინდისიერების" ინდიკატორში შეფასების 100%-იანი სკალიდან საქართველომ 62.9%-ი აიღო და პოზიცია 31 ადგილით გაიუმჯობესა. 2012 წლის კვლევაში საქართველოს მთავრობის კეთილსინდისიერება 38%-ით იყო აღნიშნული და მსოფლიოში 69-ე ადგილი დაიკავა.

დღის ამბები