26 ნოემბერი 2024,   18:19
ვრცლად
დიდი ბრიტანეთი მოლდოვასა და საქართველოსთვის ფინანსურ მხარდაჭერას აძლიერებს

დიდი ბრიტანეთი მოლდოვასა და საქართველოსთვის ფინანსურ მხარდაჭერას აძლიერებს, რადგან ისინი პუტინის უკრაინაში უკანონო შეჭრის გამო დესტაბილიზაციას კვლავ განიცდიან - ინფორმაციას გაერთიანებული სამეფო ავრცელებს.

ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ორივე ქვეყანაში საგარეო საქმეთა მდივნის ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს კლევერლი გამოაცხადებს დამატებით 10 მილიონ ფუნტ სტერლინგის ოდენობის მხრადაჭერას.

დახმარება გამიზნულია საქართველოში მომავალი წლის არჩევნების უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ბრითანეთის საგარეო უწყებაში აცახდებენ, რომ გაერთიანებული სამეფო მოლდოვისა და საქართველოს ხალხის გვერდით დგას და იცავს მათ დემოკრატიულ არჩევანს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გზაზე.

საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების მიზნით, დიდი ბრიტანეთი გამოყოფს 500 000 ფუნტს.

დღის ამბები