26 ნოემბერი 2024,   18:17
ვრცლად
The telegraph: პუტინი ემზადება ბირთვული დაპირისპირებისთვის - ჩვენ მზად უნდა ვიყოთ

The telegraph რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეზე წერს.

"როდესაც მისი ძალები უკრაინაში მარცხდება, რუსეთის ლიდერი შესაძლოა საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდეს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ საფრთხის შესამცირებლად", - წერს ბრიტანული გამოცემა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ შავის ზღვის თავზე რუსეთის მიერ ამერიკული თვითმფრინავის ჩამოგდება იყო მიზანმიმართული პროვოკაცია. სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ეს არის შემაშფოთებელი ინციდენტი, მაგრამ ვითარება ისეთ ზღურბლზეა, ყველაფერი შეიძლება უფრო შორს წავიდეს.

"პუტინი კუთხეშია, მისი პოზიცია ყოველდღიურად სუსტდება, რადგან დასავლური ტანკები ჰორიზონტზე ჩნდებიან და ზელენსკის საგაზაფხულო შეტევას უახლოვდებიან. აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ბიძგი, როგორც ჩანს, აგრესორებისთვის უზარმაზარი ადამიანური დანაკარგით მიმდინარეობს... უკრაინელები აპირებენ რუსული ჯარების გაძევებას აღმოსავლეთ უკრაინიდან, მაგრამ ასევე ყირიმიდან. ამის გაკეთება ეჭვგარეშეა პუტინის მმართველობის დასასრულის ნიშანია. მაგრამ ეს იქნება საშიში მომენტი.

დიქტატორი სიამოვნებით იმეორებდა ლენინგრადში მისი ახალგაზრდობისდროინდელ ამბავს, როდესაც უყურებდა კუთხეში მოქცეულ ვირთხას, რომელიც საპასუხოდ იბრძოდა. წლების განმავლობაში, კრემლი გულმოდგინედ კურირებდა პუტინის იმიჯს, როგორც დაუნდობელი კგბ-ს ყოფილი ოფიცრის, რომელსაც არ ეშინია გაბედული ქმედებების გატარება სამშობლოს დასაცავად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დასავლეთის გაერთიანებულ ძალებს ებრძვის," - წერს ბრიტანული გამოცემა.

სტატიის ავტორი ციტირებს გარი კასპაროვის სიტყვებსაც, რომელმაც აღნიშნა, რომ "პუტინს სურს სტალინის მსგავსად მართოს, მაგრამ აბრამოვიჩივით იცხოვროს". გამოცემა Heritage Foundation-ის კვლევაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ დასავლეთმა ზედმეტად გაამარტივა პუტინის შესაძლებლობების არეალი - კონკრეტულად ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით.

"ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე, უპირველეს ყოვლისა, არის ტაქტიკა შერჩეული დასავლური აუდიტორიის დასაშინებლად. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ რუსეთი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, როგორც "უკანასკნელ საშუალებას" უკრაინაში... ახლახან გამართულ კონფერენციაზე პრეზიდენტმა პუტინმა თავისი ქვეყნის სამხედრო დოქტრინაზე დაყრდნობით თქვა, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს მასობრივი განადგურების იარაღი, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და რუსი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მეორეც, პუტინმა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინის ომი ეგზისტენციალური ტერმინებით შექმნეს - თუ ნატო უკრაინას "დაიპყრობს", მაშინ რუსეთი იქნება შემდეგი, ამტკიცებენ ისინი," - წერს ბრიტანული გამოცემა.

სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ბირთვული საფრთხე არ არის უბრალო ბლეფი და საფრთხის მუდმივი დაქვეითება დამშვიდების საშუალებას არ იძლევა.

"იაპონიაში, 2011 წლის ფუკუშიმას სამოქალაქო ბირთვული კატასტროფის შედეგად მიღებული ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი იყო ის, რომ ინფორმაციის ნაკლებობამ, განსაკუთრებით რადიაციის დონის არაზუსტმა შეფასებამ შეიძლება გამოიწვიოს არაინფორმირებული გადაწყვეტილებები. შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა უნდა გააუმჯობესონ რადიაციის გამოვლენის მონიტორინგი ბირთვულ ობიექტზე სარაკეტო დარტყმის ან სამხედრო ოპერაციების ზონაში მდებარე ატომური ქარხნისგან გამოწვეული ავარიის შემთხვევაში. ეს, უპირველეს ყოვლისა, ხელს შეუწყობს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას სამოქალაქო ბირთვული ავარიებისგან, მაგრამ ასევე შეიძლება დაეხმაროს ომის დროს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა შევინახოთ სამედიცინო მარაგი, როგორიცაა კალიუმის იოდიდი და პირადი დამცავი აღჭურვილობის მარაგი.

ამასთან, დასავლეთმა უნდა უზრუნველყოს, რომ რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მოჰყვება მტკიცე გლობალური პასუხი. რაც მთავარია, რუსეთმა დიდი ხნით ადრე ზუსტად უნდა იცოდეს რა იქნება პასუხი. სტრატეგიული გაურკვევლობა უბრალოდ ძალიან სარისკოა ამ შემთხვევაში. მეოთხე, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კომუნიკაციის არხები მოსკოვთან, მაშინაც კი, თუ კრემლი არ რეაგირებს," - წერს The telegraph.

დღის ამბები