ცენტრალურ კოლუმბიაში ქვანახშირის მაღაროში დაგროვილი გაზის აფეთქების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა. 10 მაღაროელის გამოყვანას სამაშველო ჯგუფები ჯერ კიდევ ცდილობენ.
მსგავსი შემთხვევები კოლუმბიაში საკმაოდ ხშირია - ქვეყანაში ქვანახშირისა და ოქროს მოპოვება ძირითადად არალეგალურად და უსაფრთხოების სათანადო ზომების გარეშე მიმდიანრეობს.