უკრაინაში მიმდინარე ომის ბოლო სიახლეები - გვიან ღამით ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ორ დასახლებას ცეცხლი გაუხსნეს, დაშავდა 7 მშვიდობიანი მოქალაქე.
დაიბომბა დნიპროპეტროვსკის ოლქი. შედეგად დაიღუპა 2 და დაიჭრა 5 ადამიანი.
რუსულმა ძალებმა დაბომბეს ასევე სუმის ოლქის 4 დასახლება. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
დონეცკის ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილში - ბახმუტში, 3 000-მდე მცხოვრები რჩება, მათ შორის 33 ბავშვია.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ რუსულმა ჯარებმა წინა კვირებთან შედარებით ფრონტზე ოპერაციების ტემპი შეამცირეს.
რაც შეეხება უკრაინის საერთაშორისო დახმარებას - კანადამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მიწოდების შესახებ, რაც საარტილერიო საბრძოლო მასალასა და საზენიტო რაკეტებს მოიცავს.
უახლოეს პერიოდში გადაეცემა უკრაინას ესპანეთიდან 6 ერთეული ტანკი. მადრიდი კიევისთვის "ლეოპარდ 2-ის" დამატებით 4 ტანკის მიწოდებასაც აპირებს.
ისრაელმა მიიღო გადაწყვეტილება დრონების ჩახშობის სისტემების საექსპორტო ლიცენზიების გაყიდვისთვის, რაც შეიძლება დაეხმაროს უკრაინას ირანულ დრონებთან ბრძოლაში.