26 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
ჩვენ სერიოზული ანალიზის გაკეთება დაგვჭირდება იმის გასაგებად თუ რა მოხდა - მიხეილ სარჯველაძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აგორებული მღელვარების თავიდან აცილება შეიძლებოდა თუ არა ამაზე სამსჯელოდ, სერიოზული ანალიზის გაკეთება იქნება საჭირო.

სარჯველაძის თქმით, სტრატეგიული პარტნიორებისგან მნიშვნელოვანი კრიტიკული შეფასებები მიიღეს, რაზეც მმართველმა პარტიამ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის მზაობით, რელევანტური პასუხი გასცა.

"ჩვენ სერიოზული ანალიზის გაკეთება დაგვჭირდება იმის გასაგებად თუ რა მოხდა. მოვისმინეთ რა თქმა უნდა კრიტიკული განცხადებები, მათ შორის, აშშ-დან რომლის მოსაზრებაც რა თმა უნდა მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის მაგალითად. ასევე, ევროპელი კოლეგებისგან, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია და ამაზე რელევანტური პასუხი იყო, როდესაც ჩვენ გავაკეთეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ ვაპირებთ გავაგრძელოთ ვენეციის კომისიაში, რომელიც ევროპის საბჭოს ინსტიტუცია გახლავთ. გავაგზავნით იმიტომ, რომ დავეკითხოთ მოსაზრება. აი ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ემოციური განცხადებები კი არ იყოს და მხოლოდ მოარული ფრაზები, რომ თითქოს და "ქართულმა ოცნებამ" გადაუხვია ევროპულ გზას", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები