26 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
ამათ პუტინი არავის არ უყვართ, მაგრამ მათ საჯაროდ პარლამენტის ტრიბუნიდან ხელი მიაჭირეს პრორუსულ კანონს - იაგო ხვიჩია

 "ამათ პუტინი არავის არ უყვართ, მაგრამ მათ საჯაროდ პარლამენტის ტრიბუნიდან  ხელი მიაჭირეს პრორუსულ კანონს", - ამის შესახებ პარტია "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. 

"ჩვენ თუ რამის გამო არ ვართ დღეს ევროპელები, მხოლოდ იმის გამო, რომ დღესაც ერთპიროვნული მმართველობა გვაქვს, დანარჩენი ყველა კრიტერიუმით, დანარჩენში ჩვენ პროდასავლელები ვართ - ისტორია, კულტურა და ა.შ. როდის ყოფილა ამ რეალობაში, პრორუსული იდეით არჩევნები მოეგოს. 

ამათ პუტინი არავის არ უყვართ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ მათ საჯაროდ პარლამენტის ტრიბუნიდან  ხელი მიაჭირეს პრორუსულ კანონს, ეს ლეგიტიმაციის პრობლემას აჩენს,"- აცხადებს იაგო ხვიჩია. 

 

 

 

დღის ამბები