26 ნოემბერი 2024,   18:22
ვრცლად
ახალგაზრდებს უნდა გაუფრთხილდე, მათი დაკნინება პირიქით შედეგს გამოიღებს , ვნახეთ, რომ ოპოზიციონერებს ისინი ფაქტობრივად ტრიბუნაზეც კი არ უშვებდნენ - ბადრი ჯაფარიძე

ახალგაზრდები კი არ უნდა ლანძღო,  არამედ უნდა გაუფრთხილდე მათ - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, აქციაზე მყოფ ახალგაზრდებზე საუბრისას,  "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. 

"ის ახალგაზრდები, ვინც აქციაზე იყვნენ, აბსოლუტურად დამოუკიდებლები იყვნენ. ვერც ერთი პოლიტიკური პარტია მათ ვერ გააკონტროლებდა და ისინი არც მისცემდნენ არავის მათი კონტროლის უფლებას. ყველამ ვნახეთ, რომ ოპოზიციონერებს ისინი ფაქტობრივად ტრიბუნაზეც კი არ უშვებდნენ. მათ აიღეს ხელში პროცესი, მათ ნახე რომ პოლიტიკოსებმა ვერ გადაწყვიტეს ის უმწვავესი საკითხი, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან. ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, რომ ახლა მათი ჯერი იყო უნდოდათ ეჩვენებინათ ხელისუფლებისთვის, რომ ისინი არ დათმობდნენ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. 

თავისუფალი თაობა ნიშნავს იმას, რომ ისინი თავის თავს არავის გამოაყენებინებენ. ეს არის დიდი შეცდომა, რომელსაც მმართველი ძალა უშვებს. 

ესენი არიან არაჩვეულებრივი ხალასი თაობა.  ესენი არიან ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ ქვეყანას ჩვენი თაობიდან გადაიბარებენ და ალბათ გაცილებით უკეთ მართავენ. ისინი კი არ უნდა ლანძღო, არამედ უნდა გაუფრთხილდე ამ თაობას. მათი დაკნინება პირიქით შედეგს გამოიღებს და გააძლიერებს მათ ლტოლვას, რომ ეს ქვეყანა რაც შეიძლება მალე იყოს ინტეგრირებული ევროპულ ოჯახში,"- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. 

დღის ამბები