26 ნოემბერი 2024,   18:18
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილის მიერ დაანონსებული აქცია 9 აპრილს - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისცებიც აკრიტიკებენ

ლევან ხაბეიშვილმა 9 აპრილს აქცია დააანონსა, მენეჯმენტმა გადაწყვიტა, თუმცა პარტიის წევრებმა ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილის საჯარო ბრიფინგიდან შეიტყეს. "ნაციონალურ მოძრაობაშივე" შეუთანხმებელი გეგმა 9 აპრილს, პარლამენტის წინ, ისტორიული თარიღის აღნიშვნის პარალელურად აქციის ჩატარებას გულისხმობს. მანამდე კი "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისთვის ვადას აძლევს. პოლიტიკური ძალაში ირწმუნებიან, რომ შეკრება პარტიული არ იქნება და პოლიტიკოსები, თავად დადგებიან მოქალაქეების გვერდით.

კომუნიკაცია როგორც ჩანს, ხაბეიშვილს არც პარტნიორ ორგანიზაციებთან ჰქონია. სირცხვილია "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლობად აფასებს. მოძრაობის წევრებს არც აქციის თარიღი მოსწონთ და არც იმის სჯერათ, რომ საორგანიზაციო ჯგუფი გაფართოვდება.

კონკრეტულ თარიღს "ნაციონალური მოძრაობა" რომ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს - ამაში დარწმუნებულია მმართველი გუნდიც, სადაც აცხადებენ, რომ ნაციონალურ მოძრაობას 9 აპრილის მნიშვნელობით მანიპულირების მორალური უფლება არ აქვს. ქართულ ოცნებას არც იმაში ეპარება ეჭვი, რომ ყოფილ სახელისუფლებო გუნდს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის გამოყენება სურს.

ხაბეიშვილის გულწრფელობის არ სჯერათ მის კოლეგებსაც,რომლებიც"ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეს პოლიტიკურ პლაგიატში ადანაშაულებენ. აცხადებენ, რომ 9 აპრილს აქციის ჩატარების იდეა ლევან ხაბეიშვილმა მიისაკუთრა და რომ ეს გადაწყვეტილება საერთო ოპოზიციურ ფორმატში უნდა გახმოვანებულიყო. ნაწილისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან რეკომენდაციების შესრულებაზე საუბარიც, რადგან პარტიის წევრები ამ პროცესს თავად უცხადებენ ბოიკოტს. ლევან ხაბეიშვილის დაანონსებული აქცია რომ ზეპარტიული ვერ იქნება ამაზეც ყველა თანხმდება.

ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური მიზნები ამოიკითხა ხაბეიშვილის გეგმებში მმართველმა პარტიამაც. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მორიგი ულტიმატუმით "ნაციონალური მოძრაობა" რადიკალიზმის რეჟიმში რჩება. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ 12 პუნქტის შესრულება არა ნაცმოძრაობის, არამედ სახელისუფლებო გუნდის ინტერესი და პრიორიტეტია.

9 აპრილს, პარლამენტის წინ აქცია ლევან ხაბეიშვილმა საჯარო ბრიფინგზე გუშინ საღამოს დააანონსა. ინფორმაცია მოულოდნელი აღმოჩნდა თავად "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილისთვის.

დღის ამბები