26 ნოემბერი 2024,   18:17
ვრცლად
მმართველი პარტია არ იზიარებს ევროპელი დეპუტატების სკეპტიციზმს მთავრობის კურსთან დაკავშირებით - როგორია "ქართული ოცნების" და ოპოზიციის შეფასებები

საქართველოს ევროპულ პერსეპქტივასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებებს ”ქართული ოცნების” ლიდერები ქვეყნის კონსტიტუციაზე მითითებით პასუხობენ. ევროპელი დეპუტატების ნაწილმა მმართველი პარტია ანტიდასავლურობაში დაადანაშაულა. ზოგიერთი ევროპელი კოლეგის პოზიციას სახელისუფლებო გუნდი ლობიზმის შედეგს უწოდებს. აცხადებენ, რომ ვერცერთი საკითხი ვერ გახდება საქართველოს ევროპულ მისწრაფებაში ეჭვის შეტანის და ევროპული კურსიდან გადახვევის მიზეზი.

ევროპარლამენტში გამართული დებატების შინაარს მმართველი გუნდისთვის მძიმეს უწოდებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, გზავნილები მკაფიო იყო. ევროპა საქართველოსგან კონკრეტულ ნაბიჯებს , კონკრეტული მიმართულებით ელოდება. პოლიტიკური ძალების ნაწილი კი სტატუსის მისაღებად ხელისუფლების და ოპოზიციის პასუხიმგებლობას თანაბრად ხედავს.

ევროპელი კოლეგებისგან მიხეილ სააკაშვილზე აქცენტი და მისი-ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირება მმართველი პარტიისთვის პოლიტიკურად მიკერძოებული საკითხია. ”ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ სწორედ მსგავსი მიდგომის გამო მათთვის განცხადებების ავტორების ობიექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

პოლიტიკური უერთიერთ ბრალდებების ფონზე ოპოზიციის ნაწილისთვის მთავარია, თუ რა გზავნილი მიიღო თავად ევროპამ საქართველოდან. პარტიების უმრავლესობა თანმხდება, რომ დასავლეთმა ქართველი ხალხის ნების ურყეობა კიდევ ერთხელ დაინახა და დარწმუნდა, რომ საქართველო საკუთარ მომავალს სწორედ ევროპაში ხედავს.

ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთაც ”ქართული ოცნების” გზავნილი ერთია-ევროპული მისწრაფების უალტერნატივობა. ამის დასტურად კი სახელისუფლებო გუნდი 2012 წლიდან გადადგმულ ნაბიჯებს ასახელებს.

მმართველ ძალას ოპონენტები ევროპარლამენტის გზავნილების გაზიარებისკენ მოუწოდებენ. სახელისუფლებო გუნდში კი აცახდებენ, რომ წუხლები, რომელიც ევროპარლამენტისგან მოდის ყურადღებით ეკიდებიან და მზად არიან სრულყოფილი ინფორმაციის მსიაღებად ევროპელ კოლეგებს არგუმენტები გაუცვალონ.

 

დღის ამბები