26 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დირექტორატის ხელმძღვანელს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დირექტორატის ხელმძღვანელს , საქართველოში ევროპის საბჭოს ოფიცერს და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა.

ადმინისტრაციის ცნობით, ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დირექტორატის ხელმძღვანელმა აღნიშნა რომ ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე სტრატეგიის არსებობა ქვეყანაში მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, რადგან ფარავს ადამიანის უფლებების ფართო სპექტრს.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეროვნული სტრატეგიის შემუშავების და აღსრულების პროცესზეც.

ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დირექტორატის ხელმძღვანელი კლაუს ნეუკირჩი აცხადებს, რომ  მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას. 

"ნამდვილად მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს მთავრობას და შესაბამის უწყებებს არსებული სამოქმედო გეგმის საფუძველზე, რომელიც ქვეყნისთვის გვაქვს შემუშავებული. ასევე ვიმედოვნებთ, რომ ახალი სამოქმედო გეგმა, რომელიც მომდევნო კვირების განმავლობაში შემუშავდება, დაგვანახებს თუ როგორ შეიძლება წინ წავიწიოთ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის მიმართულებით. ძალიან კარგი საუბარი შედგა და დადებითად შევაფასეთ საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ახალი სტრატეგიის შემუშავებისათვის, რომელიც მთავრობის მიერ არის დამტკიცებული. საუბარი პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან გვქონდა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების შესახებ სტრატეგია გარდაიქმნას სამოქმედო გეგმად,"- აცხადებს კლაუს ნაუკრიჩი. 

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი  ნატალია ვოუტოვა აცხადებს, რომ ევროპის საბჭო ქვეყანას ეხმარება ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობის და დემოკრატიის სფეროში შეთანხმებული სამოქმედო გეგმის აღსრულებაში.

"ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება საკუთარი წვლილი შეიტანოს ევროპის საბჭომ საქართველოში ადამიანის უფლებების აღსრულების საქმეში, ჩვენი მიმდინარე თანამშრომლობის ფორმატში. ბრწყინვალე თანამშრომლობა გვაქვს ეროვნულ დონეზე ყველა დაინტერესებულ წრესა და მხარესთან. ევროპის საბჭო ქვეყანას ეხმარება ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობის და დემოკრატიის სფეროში შეთანხმებული სამოქმედო გეგმის აღსრულებაში,"- აცხადებს ნატალია ვოუტოვა. 

დღის ამბები