სახელმწიფოსა და მსოფლიო ბანკის თანამონაწილეობით, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო 150 მლნ დოლარის ღირებულების პროექტს იწყებს.
განხორციელდება სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაცია. შედეგად, საპროექტო ტერიტორიებზე გაუმჯობესდება სარწყავი და სადრენაჟე მომსახურება და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება. წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის რაოდენობა, დამატებით, 27 ათას ჰექტრამდე გაიზრდება.