"თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების სიძლიერე ჩვენი ხალხის სიძლიერეშია" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ისინი ყველაფერს აკეთებენ ომში გამარჯვებისთვის და რომ ეს ასეც იქნება. ზელენსკიმ ევროსაბჭოს სამიტზეც ისაუბრა, რომელიც ისლანდიის დედაქალაქში გაიმართება.
"ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში. ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენ ერთმანეთს ვუჭერთ მხარს. ჩვენ ვაძლიერებთ სახელმწიფოს. ჩვენ ვაერთიანებთ სამყაროს ჩვენი გამარჯვებისთვის.
ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად. დღეს ისლანდიის პრემიერ-მინისტრი ეწვია კიევს. ქვეყანა, რომელიც ეხმარება უკრაინას პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად, რომელიც ხმას უმატებს უკრაინის და თავისუფლების დამცველთა გლობალურ კოალიციას.
განვიხილეთ თანამშრომლობა ევროატლანტიკური და ევროპული მიმართულებით, საერთაშორისო სტრუქტურებში. ერთ-ერთი მთავარი საკითხია ტერორისტული სახელმწიფოს და ყველა რუსი მკვლელის დასჯა.
ჩვენ ვემზადებით ევროსაბჭოს სახელმწიფო მთავრობათა სამიტისთვის, რომელიც ისლანდიის დედაქალაქში გაიმართება, რომელსაც შესაძლოა უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდეს რუსეთის აგრესიის გამო პასუხისგებაში მიცემისათვის,“ - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.