26 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი ესტონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

ბალტიის ქვეყნებს საქართველოს მხარდაჭერისთვის სალომე ზურაბიშვილი მადლობას უხდის. 

"მადლობა ლიეტუვას ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული გზის ურყევი მხარდაჭერისთვის", - წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

აქვე, მან გააზიარა ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას „ტვიტი“ , რომელშიც ის საქართველოს ევროინტეგრაციის მცდელობების მიმართ მხარდაჭერას გამოთქვამს.

კიდევ ერთ ტვიტი საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარს შეეხება. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ალან კარისმა მას კიდევ ერთხელ დაუდასტურა ესტონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისადმი, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია.

"მადლობა, ბატონო პრეზიდენტო!" - წერს ზურაბიშვილი და კარისის ტვიტსაც აზიარებს.

დღის ამბები