26 ნოემბერი 2024,   18:19
ვრცლად
ვინ როგორ აღიქვა ირაკლი ღარიბაშვილის ვრცელი ინტერვიუ და რა შეფასებები მოჰყვა პრემიერის განცხადებებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

7-9 მარტს გამართულ აქციებზე პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა და თქვა, თუ რა მიზანი და ინტერესი ჰქონდათ პოლიტიკურ ძალებს და რისთვის ცდილობდნენ ისინი ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი გამოეყენებინათ. პრემიერ-მინისტრმა კანონპროექტების განხილვაზე უარის თქმის მიზეზებიც განმარტა და საპარლამენტო უმრავლესობის და მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებით მოქმედებად შეაფასა.

მთავრობის მეთაურის პოზიციას მმართველ ძალაში იზიარებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ ქვეყანა რეალურად საფრთხის წინაშე იდგა და ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ქუჩის პროტესტის რევოლუციური სცენარით განვითარებას ცდილობდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებების ადრესატმა ოპოზიციური პარტიების ნაწილმა დღეს არ უარყო, რომ პროტესტი სამომავლოდ პოლიტიკურ ენერგიად უნდა გარდაიქმნას და ცვლილებები მოიტანოს. ეს კი, მათივე თქმით, პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის გარეშე ვერ განხორციელდება. ხელისუფლების ოპონენტები ბრძოლას დასრულებულად არ აცხადებენ და ამბობენ, რომ ის ახლა იწყება.

ოპოზიციის ნაწილი პრემიერ-მინისტრისგან უფრო რბილ შეფასებებს ისურვებდა. ზოგიერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა კი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები მუქარად აღიქვა.

როგორც სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, კონკრეტულ პარტიებთან დაკავშირებული პირების გამიჯვნა მნიშვნელოვანია, რადგან მათი პოლიტიკური ინტერესი ჩრდილს სხვა ადამიანებს აყენებს.

მმართველი ძალა ოპონენტების გეგმებში მხოლოდ პროცესების რადიკალიზების მცდელობას ხედავს. ოპოზიციაში კი პოლიტიკური რესურსის გასაერთიანებლად, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ მუშაობას იწყებენ.

დღის ამბები