26 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
ევროპის ქვეყნები საქართველოში ინვესტიციებს ზრდიან - ენერგეტიკა, უძრავი ქონება და მშენებლობა, ეს იმ დარგების ჩამონათვალია, რომელიც უცხოელ ინვესტორებს ყველაზე მეტად იზიდავთ 

მეტალურგია, კვების მრეწველობა, ავტომობილები - ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიმართულებების, რომელიც საექსპორტო რეიტინგში ლიდერობს. საგარეო ვაჭრობის შესახებ ახალი მონაცემები "საქსტატმა" გამოაქვეყნა. ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში სავაჭრო ბრუნვამ 2 მილიარდ 800 მილიონ დოლარს გადააჭარბა. მონაცემები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12,3 მეათედი პროცენტით მეტია. გაზრდილია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მაჩვენებლები.

მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ ახალი მონაცემები რეკორდულია. ლევან დავითაშვილის განცხადებით, რეგიონში არსებული არაერთი გამოწვევის ფონზე საქართველო ეკონომიკის ზრდას განაგრძობს. მაღალი მაჩვენებლები კი ინფლაციის შემცირების წინაპირობაა. ვიცე-პრემიერი გაზრდილ უცხოურ ინვესტიციებზეც საუბრობს.

მონაცემებში ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება სასოფლო პროდუქციას უკავია. მინისტრი ოთარ შამუგია განმარტავს, რომ გასული წელი 10%-იანი საექსპორტო ზრდით დასრულდა. იანვარ-თებერვალში კი 17%-იანი მატება ფიქსირდება.

ექსპორტის რეკორდულ მაჩვენებლებზე საუბრობენ ფინანსთა სამინისტროშიც. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ გაზრდილი ექსპორტი, ეკონომიკა და უცხოური ინვესტიციები, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ისტორიულ მაქსიმუმზე ასული ექსპორტი ქმნის მოლოდინს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში პოზიტიური დინამიკა მიმდინარე წელსაც შენარჩუნდება.

სპეციალისტების შეფასებით, ახალი მონაცემები აჩენს მოლოდინს, რომ საქართველოში ინფლაციის შემცირების ტემპიც შენარჩუნდება.

დღის ამბები