26 ნოემბერი 2024,   18:22
ვრცლად
ბათუმში მომხდარი ტრაგედია - 5 წლის ბავშვი, რომელიც კლინიკაში მკურნალობას გადის, გარდაცვლილი მოზარდის ძმაა

უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია - სწორედ ამ მუხლით დააკავეს 65 წლამდე მამაკაცი ბათუმში. გამოძიების ინფორმაციით, ის პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან ეს ვალდებულება არ შეასრულა. 

ამასთან, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს, ხოლო კლინიკაში მყოფ ბავშვს კი გამოჯანმრთელებას უსურვებს.  

"ძალიან  სამწუხარო ფაქტი მოხდა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს, მეორე მცირეწლოვანს, რომელიც ტრავმებით იმყოფება საავადმყოფოში, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ერთი პიროვნება," - აცხადებს  არჩილ ჩიქოვანი.

ბათუმის ბულვარში უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. ქარმა ბატუტი გადააბრუნა, რომელზეც ორი ბავშვი იმყოფებოდა, ორი დაშავებულიდან ერთი გარდაიცვალა. დაღუპულია 9 წლის ბავშვი, კლინიკაში მკურნალობას კი, მისი 5 წლის ძმა გადის. 

დღის ამბები