26 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
წყალდიდობა კალიფორნიაში- მდინარის ადიდების შედეგად დატბორილია ქალაქ პაჯაროს დიდი ნაწილი

წყალდიდობაა კალიფორნიაში. მდინარის ადიდების შედეგად დატბორილია ქალაქ პაჯაროს დიდი ნაწილი.

წყალდიდობის გამო მოსახლეობის უმრავლესობას საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუხდა, ქალაქში მოძრაობა სრულად შეზღუდულია.

სამაშველო ეკიპაჟები ადგილობრივი ხელისუფლების მითითებით ხალხის ევაკუაციას ახორციელებენ.

მედიის ცნობით, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, პაჯაროს მაცხოვრებლებმა სახლებში დაბრუნება შესაძლოა თვეების შემდეგ შეძლონ.

დღის ამბები