ბათუმში ხანძარი ლიკვიდირებულია.
ცეცხლი ვაჟა-ფშაველას და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების კვეთაზე რამდენიმე სახლს ეკიდა.
პირველადი ინფორმაციით, დაზარალდა 15-მდე ოჯახი, დაშავებული არავინაა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.