26 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
ანარქისტული მოძრაობის წევრების გარდა აქციებზე ძალიან ბევრი გულანთებული მოსწავლეც იყო, მაგრამ არა ასეთი აგრესიულები. ისინი არ უნდა იყვნენ ამ დიდ შეთქმულებაში ჩართულნი - ირაკლი ღარიბაშვილი

დესტრუქციული, ანარქისტული მოძრაობის წევრების გარდა, აქციებზე ძალიან ბევრი გულანთებული მოსწავლეც იყო, ბევრი სტუდენტიც იყო - მაგრამ არა ასეთი აგრესიულები. ისინი მშვიდად იდგნენ და აპროტესტებდნენ, უბრალოდ მხარს უჭერდნენ ევროპის იდეას. ეს ადამიანები, ჩვენი თანამოქალაქეები, შვილები, დები და ძმები, არ უნდა იყვნენ ამ დიდ შეთქმულებაში ნებსით თუ უნებლიეთ ჩართულნი, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს რეალური პროგრესი მხოლოდ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ შემდეგ დაიწყო.

„დესტრუქციული, ანარქისტული მოძრაობის წევრების გარდა, აქციებზე ძალიან ბევრი გულანთებული მოსწავლეც იყო, ბევრი სტუდენტიც იყო - მაგრამ არა ასეთი აგრესიულები. ისინი მშვიდად იდგნენ და აპროტესტებდნენ, უბრალოდ მხარს უჭერდნენ ევროპის იდეას. ეს ადამიანები, ჩვენი თანამოქალაქეები, შვილები, დები და ძმები, არ უნდა იყვნენ ამ დიდ შეთქმულებაში ნებსით თუ უნებლიეთ ჩართულნი. რაც შეეხება ევროპის იდეას, მინდა მივმართო ჩვენს ახალგაზრდებს - გავიხსენოთ, საიდან დაიწყო ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის რეალური, ხელშესახები პროგრესი? ვინ მოიტანა ეს პროგრესი? სააკაშვილმა? - ნამდვილად არა. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ანტიევროპული თავისი ბუნებით, თავისი მმართველობის სტილით - შეშლილი დიქტატორი, რომელიც მართავდა ქვეყანას ბრუტალური, სასტიკი მეთოდებით, აწამებდა და კლავდა ახალგაზრდებს. 300 000 ადამიანი გაასამართლა, მისი გუნდის წევრები იყვნენ მკვლელი მერაბიშვილი, მწამებლები - ახალაიები, მეგის ქარდავა და რეკეტიორი კეზერაშვილი. დღეს იგივე ხალხი უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, ჩვენი შვილების უსაფრთხოებას და ევროპულ მომავალს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები