26 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
საქართველომ 12-რეკომენდაციიდან კიდევ ერთი პუნქტი შეასრულა- ქვეყანას ახალი სახალხო დამცველი ჰყავს, რომელიც პარლამენტმა 96 ხმით აირჩია 

ქვეყანას ახალი სახალხო დამცველი ჰყავს- 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტი სწორედ იმას ითვალისწინებს, რომ პარლამენტს უნდა აერჩია სახალხო დამცველი, რომელიც დამოუკიდებელი და თანაბრად მისაღები იქნებოდა ოპოზიციისა და მმართველი გუნდისთვისაც.

ომბუდსმენის არჩევას სულ მცირე 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის დათქმის შესაბამისად მისი არჩევა თანაბრად იყო როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის პასუხისმგებლობა.

დეპუტატებმა მომდევნო 6 წლის ვადით სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი 96 ხმით დაამტკიცეს. პირველი სამუშაო დღე ურთულესი აღმოჩნდა, რადგან საპროტესტო აქციაზე ლევან იოსელიანის გამოჩენას ხმაური და ომბუდსმენის მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები მოჰყვა. 

 

 

დღის ამბები