35 წლის მამაკაცმა ცეცხლი გროსბორსტელის რაიონში, "იეჰოვას მოწმეთა" რელიგიურ ცენტრში, საღამოს 9 საათისთვის გახსნა. დანაშაულის ადგილზე სპეცრაზმის ჯგუფი 15 წუთში მივიდა, სამართალდამცველებს ადგილზე 8 დაღუპული დახვდათ, მათ შორის ფეხმძიმე ქალი.
უმისამართო სროლის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა. 8 დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია.
დამნაშავე ფილიპ ფუზია, რომელმაც, პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულის ადგილზე თავი მოიკლა. ამ დრომდე უცნობია თავდასხმის მოტივი, თუმცა როგორც ირკვევა, ეჭვმიტანილი ამავე რელიგიური თემის ყოფილი წევრია. პოლიცია დანაშაულის სხვადახვა ვერსიაზე მუშაობს და საზოგადოებას ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებას ურჩევს.
ჰამბურგში რელიგიურ ცენტრში მომხდარ თავდასხმას გერმანიის კანცლერი გამოეხმაურა. ოლაფ შოლცმა ტრაგედიას სასტიკი ძალადობის აქტი უწოდა.
გერმანიაში მასობრივი თავდასხმები იშვიათია, თუმცა ბოლო წლებში მსგავსი ტიპის დანაშაულის სტატისტიკა რელიგიურ ცენტრებში გაიზარდა. გერმანიაში იეღოვას მოწმეთა თემში 200 000 ადამიანია და ის ევროპაში ერთ-ერთი უდიდესია.