26 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
"ეს ბრძოლაა, ამ გზის დასასრული არაა, რომელსაც გავდივართ კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ამიტომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დროა საქართველოსთვის" - სალომე ზურაბიშვილი

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რომელიც კანონპროექტის გაწვევას ეხება ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა Bloomberg-თან ინტერვიუში. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ბრძოლაა, რომელსაც საქართველო გადის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ დღეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პერიოდია.

"ეს კანონი საქართველოს მოსახლეობის მიერ აღქმულ იქნა, როგორც ანტიევროპული კანონი და იმავენაირად იქნა აღქმული ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მიერ. სრული ერთსულოვნება იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და ქართული საზოგადოების, რომელიც ქუჩებში დგას ახლა უკვე მესამე დღეა.

როგორც კი კანონპროექტი ინიციირებულ იქნა, საჯაროდ გამოვაცხადე, რომ ვეტოს დავადებდი და მხარს ვუჭერდი დემონსტრაციებს, რომლებიც თბილისში მიმდინარეობდა. საბოლოოდ, ხელისუფლება დანებდა და გამოაცხადა, რომ კანონპროექტის გაწვევას აპირებს, მაგრამ არ მესმის უეცრად რატომ გადაწყვიტეს, რომ ეს კანონპროექტი რამენაირად სასარგებლო იყო ამ ეტაპზე.

ეს ბრძოლაა, ამ გზის დასასრული არაა, რომელსაც გავდივართ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დროა საქართველოსთვის," - განაცხადა პრეზიდენტმა.

დღის ამბები