26 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის გამო ელექტროქსელიდან მთლიანად გათიშულია

ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის გამო ელექტროქსელიდან მთლიანად გათიშულია.

სახელმწიფო ატომური ელექტროკომპანია აცხადებს, რომ მომხდარმა შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა გამოიწვიოს, რომელსაც მთელ მსოფლიოში რადიოაქტიური შედეგები მოჰყვება. ამ დროისთვის ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ავარიულ რეჟიმზე მუშაობს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის განცხადებით, ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური უკვე მეექვსედ მუშაობს ავარიული დიზელის გენერატორებით.

როგორც ირკვევა შიდა საჭიროებებისთვის 18 გენერატორი ჩაირთო, რომლებსაც 10 დღის საკმარისი საწვავი აქვთ.

დღის ამბები