26 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაიცვას მშვიდობიანი შეკრება და აქციების მონაწილეთა პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრა.

როგორც შოლე წერს, ღარიბაშვილს საპროტესტო აქციებზე და "უცხოეთის აგენტების" კანონპროექტებზე ესაუბრა, რომლებიც საქართველოს ხალხის, ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების სურვილს ეწინააღმდეგება.

სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის განცხადებით, საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დაიცვას მშვიდობიანი შეკრება და აქციების მონაწილეთა პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვა.

დღის ამბები