26 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
მივიღეთ გადაწყვეტილება ორივე პროექტთან დაკავშირებით, რომ უარი ვთქვათ მხარდაჭერაზე - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა ახლახან დასრულდა, მამუკა მდინარაძემ სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მათ უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებული ორივე კანონპროექტი გაიწვიეს, რადგან, მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის მთავარი წითელი ხაზი ახალგაზრდების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა.

"დილით არ გვქონდა საშუალება, რომ კომუნიკაცია უშუალო გვქონოდა ერთმანეთთან, ამიტომ მიდის ახლა უმრავლესობის სხდომა, ჩვენ გვქონდა დისტანციური ურთიერთობა, მაგრამ ახლა შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტუროთ, რომ უმრავლესობა სრული შემადგენლობით ადასტურებს, ისე როგორც დილით, ზეპირი კომუნიკაციის დროს მიღებულ გადაწყვეტილებას თავიდან ბოლომდე იზიარებს მას,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მისი თქმით, საზოგადოებას, პროცედურულ დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით გააცნობენ. 

დღის ამბები