26 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სხვადასხვა ოლქზე მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელეს

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის ხმა ისმის. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სხვადასხვა ოლქზე მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელეს. აფეთქებები მოხდა ოდესის, მიკოლაევის, ხერსონის, ხარკოვის და სხვა ოლქებშიც. რამდენიმე აფეთქება მოხდა დედაქალაქშიც. დაიღუპა 2 ადამიანი.

ლვოვში იერიშებს 4 ადამიანი ემსხვერპლა. 6 ადამიანი დაშავდა ნიკოპოლში, მათგან 2 ბავშვია. 81 რაკეტიდან უკრაინამ 34 ჩამოგდება შეძლო. სარაკეტო დარტყმები ძირითადად, ენერგო ობიექტებზე მოხდა. მოსახლეობის 40 პროცენტი გათბობისა და ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩა. ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის გამო ელექტრო ქსელიდან მთლიანად გათიშულია. სახელმწიფო ატომური ელექტროკომპანია აცხადებს, რომ მომხდარმა შეიძლება საგანგებო მდგომარეობა გამოიწვიოს, რომელსაც მთელ მსოფლიოში რადიოაქტიური შედეგები მოჰყვება.

დღის ამბები