26 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, რის გამოც გზის სავალი ნაწილი პარალიზებულია

რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს და გზა გადაკეტეს. ისინი აჩერებენ ავტომობილებს და მძღოლებს არწმუნებენ შეუერთდნენ მათ პროტესტს.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს.

დღის ამბები