26 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
აქციის მონაწილეებსა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებს შორის შეტაკება გრძელდება

აქციის მონაწილეებსა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებს შორის შეტაკება გრძელდება. ადგილზე მედიის მუშაობა უკიდურესად დაძაბულია. აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილი პოლიციის მანქანაზე ასული და სკანდირებენ.

ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოს როგორც ცენტრალური, ისე გვერდითა და უკანა შესასვლელები აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებულია. დედაქალაქის მთავარ გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი.

ცნობისთვის, მანამდე აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან განთავსებული რკინის ჯებირი დაშალეს. ასევე, ჩაამსხვრიეს შენობის ფანჯრები. პარლამენტზე ალყის შემორტყმისთვის მომიტინგეებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მოუწოდა.

 

დღის ამბები