პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირი დაშალეს, რომელიც უკანა შესასვლელთან არის განთავსებული.
აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობა ცოტა ხნის წინ ალყა შემოარტყეს. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. ადგილზე ვითარება უკიდურესადაა დაძაბული. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.