26 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირება, დაშავებული დემონსტრანტები და სპეცრაზმელები- ქალაქის მთავარ გამზირზე გამართულ აქციაზე შეტაკებები გვიან ღამემდე გაგრძელდა 

წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი - მეორე მხრიდან ქვები და ბოლები დღევანდელ აქციას წინ უძღოდა გუშინდელი პროტესტი და კიდევ ერთი რთულ ღამე რუსთაველის გამზირზე.

აქციის დაშლა, წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, ქვები, ბოთლები, მათ შორის ცეცხლმოკიდებული, ჯებირების რღვევა, აქციის მონაწილეების დაკავება, ფიზიკური აგრესია სახალხო დამცველზე და კვერცხის სროლა.

პირველი გაფრთხილება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილებმა 20:00  საათისთვის მიიღეს. მაშინ, როდესაც დემონსტრანტებმა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება მოახდინეს. პროტესტი არ შეწყვეტილა. კიდევ რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ სამართალდამცველები კონკრეტულ ქმედებებზე გადავიდნენ და სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

საპოლიციო ღონისძიებას აქციის მონაწილეთა ნაწილი შეძახილებით და სკანდირებით შეხვდა. ნაწილმა კი სპეცრაზმს სხვა და სხვა ბლაგვი საგნები მათ შორის ქვები ესროლა.

აქციის მონაწილეთა ქმედებას კიდევ ერთი საპასუხო გაფრთხილება მოჰყვა. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად ცოცხალ ძალასთან ერთად წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზის ჭურვი გამოიყენა.

ორმხრივი დაპირისპირების დროს დაშავდნენ აქციის მონაწილეები და სპეცრაზმელები. მათ სხვადასხვა სახის დაზიანება ძირითადად სახის არეში აქვთ მიყენებული. დაშავებულებს სამედიცინო დახმარებას სასწრაფოს ექიმები ადგილზე უწევდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეკრებილთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შსს-ს 50-მდე თანამშრომელი დაშავდა, მათ შორის რამდენიმეს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

რუსთაველის გამზირზე პერიოდულად ვითარება უკიდურესად იძაბებოდა. შეკრებილების ნაწილმა პარლამენტის წინ განთავსებული რკინის ჯებირები მოარღვია. სწორედ ამ გზით ცდილობდნენ ისინი შიდა ტერიტორიაზე შესვლას. პარლამენტის ეზოში მყოფ სპეცრაზმელების მისამართით ქუჩიდან სხვა და სხვა აალებად ნივთიერებებს და ქვებს ისროდნენ.

მომიტინგეების ნაწილმა სპეცრაზმის წინააღმდეგ ე.წ "მოლოტოვის კოქტეილი" გამოიყენა. რომელიც პარლამენტის შენობასაც მოხვდა და ერთ ერთ ოთახში ხანძარიც გაჩნდა.

მომიტინგეების ნაწილმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომანქანებიც დაწვეს. აქციის დაშლისას დემონსტრანტების ნაწილი სპეცრაზმელს ფიზიკურადაც დაუპირისპირდა.

აქციის დაშლას მალევე მოჰყვა დაკავებები. ძალოვანმა უწყებამ განცხადებასთან ერთად ვიდეო მასალებიც გაავრცელა. შსს თვლის, რომ შეკრებილთა პროტესტი გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს გასცდა. სამინისტროს ინფორმაციით შეკრებილები სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს არ ემორჩილებოდნენ.

უწყების ოფიციალური ინფორმაცით პარლამენტთან სულ 66 პირი - წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს. ერთი კი პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ძალადობის ამსახველი ვიდეო მასალა შსს თავადაც გაავრცელა.

ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა ადგილზე მყოფ პოლიტიკოსებსა და სპეცრაზმელებს შორისაც. აქციის დაშლის და ტერიტორიიდან მომიტინგეების გაყვანის გამო ნიკა მელია საპატრულო პოლიციის უფროსს ვაჟა სირაძეს დაუპირისპირდა.

აქციის იმყოფებოდა ახლად არჩეული სახალხო დამცველიც, აქციის მონაწილეებმა ლევან იოსელიანსს მომიტინგეების ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა, მას წყალი შეასხეს და კვერცხები ესროლეს. მცდელობა იყო ფიზიკურად შეხებოდნენ.

ქალაქის ცენტრალური გამზირის განთავისუფლება დილის 5 საათისთვის მოხერხდა ადგილზე მუშაობა დაიწყეს ექსპრეტ- კრიმინალისტება.


დღის ამბები