26 ნოემბერი 2024,   18:22
ვრცლად
"კანონის უკან გახმობა და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება" - გიორგი ვაშაძის განცადებით, მთავრობას 1 საათს აძლევენ

გიორგი ვაშაძემ ორგანიზატორების მოთხოვნები გააჟღერა და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრა. 

ესენია: კანონის უკან გახმობა და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება - ამისთვის მათ 1 საათი მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ეს მოთხოვნები არ შესრულდება, როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, საერთო ოპოზიციური სახელით შემდეგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, განცხადება გაკეთდება. 

ცნობისთვის, საქართველოს მთავარი გამზირი ისევ გადაკეტილია, პროტესტი განახლდა. წუხანდელი მძიმე ღამის შემდეგ, პარლამენტის შენობისკენ დღეს ისევ დაიძრნენ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები, მათ შორის სტუდენტები და ქალთა ორგანიზაციები. პოლიტიკური ჯგუფები აქციას დღის ბოლოს შეუერთდნენ. მათი განცხადებით, მთავარი მიზანი საქართველოს ევროპული მომავლის დაცვაა.

 

 

დღის ამბები