26 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
მზად ვართ, ფიზიკურადაც დავუპირისპირდეთ პარლამენტში ამ რუსებს, არ დავიღალოთ, ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ, ქართველ ხალხს, თქვენი საბრძოლია - ლევან ხაბეიშვილი 

ეს ქვეყანა არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ პარტიას, არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ ლიდერს. ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ, მის აღმატებულება ქართველ ხალხს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშაა და ყველა უნდა შეუერთდეს პროტესტს.

"რუსმა ოლიგარქმა გადაწყვიტა, საბოლოოდ დააკანონოს ის, რაც ამ ხნის განმავლობაში ჰქონდა – კურსიც და პოლიტიკაც. ეს კანონი ნიშნავს, რომ ამ 11 წლის განმავლობაში არცერთი რუსი ჯაშუში რომ არ დააკავეს, თავადაც აწერენ ჯაშუშობაზე ხელს. ყველა, ვინც ამ კანონს მოაწერს ხელს, იქნება რუსეთისა და პუტინის ჯაშუში. თქვენ, ქართველმა ხალხმა კარგად უნდა იცოდეთ, რომ ეს ქვეყანა არის თქვენი, თქვენი საბრძოლია, თითოეული თქვენგანის, განსაკუთრებით ახალგაზრდების. ეს ქვეყანა არ ეკუთვნის არავის, გარდა ქართველი ხალხისა. ჩვენი ევროპული მომავალი, ჩვენი ქვეყანა არის საფრთხის ქვეშ. ამიტომ ყველა, ვინც ჯერ კიდევ ტელევიზორებთან სხედხართ, გამოდით და დადექით ამ ხალხთან ერთად. მიუხედავად პოლიტოკური გემოვნებისა, მიუხედავად თქვენი დამოკიდებულებისა. არ გიყვართ რომელიმე პოლიტოკოსი? მაგალითად, არ მოგწონთ ლევან ხაბეიშვილი? ხომ გინდათ თქვენი შვილების უკეთესი მომავალი, ხოდა, გამოდით და დადექით. ნუ გადააყოლებთ ქვეყანას ვიწროპარტიულ ინტერესებს, პოლიტიკურ გემოვნებას. ამასობაში, ამ რუსული თამაშებით მოგვიყვანეს აქამდე და ახლა უნდათ, რომ მიიღონ პუტინისტური კანონი. ჩემო ძვირფასებო, ახლა, ამ წუთებში მიმდინარეობს პუტინისტური კანონის განხილვა. ჩვენ მზად ვართ, ფიზიკურადაც დავუპირისპირდეთ პარლამენტში, შიგნით ამ რუსებს. არ დავიღალოთ, არ გავჩერდეთ, ხელები არ ჩამოვუშვათ. გამარჯვება არის ერთი ხელის გაწვდენაზე. ქართველი ხალხი პუტინისტებზე აუცილებლად გავიმარჯვებთ. გაუმარჯოს საქართველოს პუტინისტების გარეშე, ძალა ხალხშია“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროქტების განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამ წუთებში მიმდინარეობს.

დღის ამბები